Tuesday, February 27, 2018

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების წრე

გარდა სწავლა-სწავლების პროცესისა, სკოლის მოვალეობაა, შექმნას და უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც ყველას, პირველ რიგში მოსწავლეებს ექნებათ უსაფრთხო და დაცული გარემო.
სკოლაში ისწავლება საგანი უსაფრთხოება. მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების დროს. ამ საგნის სწავლება მოსწავლეებში ასევე ხელს უწყობს ასეთ სიტუაციებში საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
იმის გამო, რომ ეს საგანი ისწავლება მხოლოდ მე-4-8-12 კლასებში, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და ასევე თეორიული მასალის ცოდნის გაღრმავების მიზნით შეიქმნა წრე, რომლის მიზანია სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში (ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვ.) სხვადასხვა თავდაცვითი სტრატეგიების გამოყენება.