Tuesday, February 27, 2018

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების წრე

გარდა სწავლა-სწავლების პროცესისა, სკოლის მოვალეობაა, შექმნას და უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც ყველას, პირველ რიგში მოსწავლეებს ექნებათ უსაფრთხო და დაცული გარემო.
სკოლაში ისწავლება საგანი უსაფრთხოება. მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების დროს. ამ საგნის სწავლება მოსწავლეებში ასევე ხელს უწყობს ასეთ სიტუაციებში საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
იმის გამო, რომ ეს საგანი ისწავლება მხოლოდ მე-4-8-12 კლასებში, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და ასევე თეორიული მასალის ცოდნის გაღრმავების მიზნით შეიქმნა წრე, რომლის მიზანია სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში (ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვ.) სხვადასხვა თავდაცვითი სტრატეგიების გამოყენება.







Wednesday, September 10, 2014

პროექტის მეცხრე დღე

     დღეს მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს. პირველი გამომსვლელი იყო ალექსანდრა ჭიპაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი, რომლის პროექტის სახელიცაა ,,საექსკურსიო თანხის ხარჯვის ეფექტური შერჩევა".  პროექტში ყველაფერი იყო გათვალისწინებული. პროექტი იყო ძალიან საინტერესო და განხორციელებადი.
      შორენა ტაბატაძე-ქართულის მასწავლწბწლი. პროექტის თემაა-,,წმინდანობიდან წამებულამდე". პროექტში ჩანდა რომ მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა ჩამოუყალიბდებათ, თუ როგორ ხდებიან ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები წმინდანები და ხშირად გაუჩნდებათ პროექტზე ხშირად მუშაობის სურვილი.
    ია ლომიძე,  რომლის პროექტის თემაც იყო ,,ახალგაზრდები გენდერულ თანასწორობაზე"ეს თემა საკმაოდ აქტუალურია დრეს, რადგანაც გენდერული თანასწორობის დარღვევის ფაქტები დღეს ხშირად ხდება. იას მიერ წარმოდგენილი პროექტის აქტივობები იყო ძალიან საინტერესო.
   ხათუნა გელაშვილი----რომლის თემაც იყო ,,ჯაყოობა." ძალიან  საინტერესო პროექტი წარმოადგინა, კარგად ქონდა ჩამოყალიბებული პროექტის მიმდინარე ეტაპები, მის პროექტში წარმოდგენილი აქტივობები მოსწავლეებში დიდ ინტერესს და ჩართულობას გამოიწვევს და
     მანანა ბარბაქაძე, ისტორიის მასწავლებელი,  პროექტის თემა იყო  ,,ჩვენი კუთხის ადათ-წესები." ხშირად ვერ ითავისებენ ბავშვები, თუ რატომ უნდა იცოდნენ წინაპართა წეს-ჩვეულებები.ხოლო ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ დიდი პატივისცემით განიმსჭვალებიან.
    ნესტან გელაშვილი-ქართულის მასწავლებელი. პროექტის თემაა ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა", კარგად ჩამოყალიბებული და საინტერესო პროექტი წარმოადგინა.
    ნინო გელაშვილი-გერმანული ენის მასწავლებელი. მისი პროექტი იყო "როგორ ვესალმებით ერთმანეთს?." პროექტში წარმოდგენილი იყო მისალმების როგორი ტრადიციები არსებობს საქართველოში და გერმანიაში. პროექტი იყო საინტერესი.
      ფატი ნოზაძე---ისტ-ის მასწავლებელი. ,,როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში." პროექტი იყო საინტერესო. მისის პროექტის სასშუალებით მოწავლეები ისწავლიან საჭირო ინფორმაციის მოძიებას.
       ლელა სამხარაძე---ქართულის მასწავლებელი, ლელას პროექტერქვა ,,ფიქრები
ლიტერატურაზე," ეს პროექტი ეხებოდა იმ პრობლემას, რაც დღეს ძალიან აქტუალურია---დღევანდელი ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე მოსწავლეებს ნაკლები ინტერესი გააჩნიათ წიგნის მიმართ. ლელას პროექტის საშუალებით მოსწავლეები დაინტერესდებიან და მეტად იაქტიურებენ იკითხონ და მიიღონ ინფორმაცია წიგნის საშუალებით.
     ლინა ჩინჩალაძე---მუსიკის მასწავლებელი. ლინას პროექტია ,,მუსიკა სამყაროში". პროექტი კარგად იყო ჩამოყალიბებული
     დარეჟან ლომსაძე---გეოგრაფიის მასწავლებელი. მისი წარმოდგენილი პროექტი იყო ,,როგორ ავღორძინეთ სოფელი",
    თეა ტალახაძე---ქართულის მასწავლებელი.  თემა იყო ,,თაობათა ურთიერთობები." ეს პრობლემა აქტუალურია დღეს. პროექტი კარგად ქონდა ჩამოყალიბებული. პრეზენტაციაც იყო საინტერესო.
     ყველას ვუსურვებ წარმატებებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებაში



Tuesday, September 9, 2014

მერვე დღე

ვისწავლეთ როგორ შევადგინეთ google ფორმები ინტერვიუბისთვის. და კითხვები ავტვირთეთ ბლოგზე, გადავამოწმეთ სასწავლო პროექტის გეგმაში გვქონდა თუ არა სრულყოფილად ყველა დოკუმენტი პორტფოლიოს ჩეკლისტის საშუალებით. დგევანდელი დგე იყო კარგი და საინტერესო.

Monday, September 8, 2014

მეშვიდე დღე

     წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პროცედურები, შევიტანეთ შესწორებები და ჩავსვით პროექტის გეგმაში, შესწორებული გეგმა ავტვირთეთ drive-ზე. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და თვითშეფასების რეფლექსია სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებისთვისდა ავტვირთეთ  drive-ზე. მეექვსე მოდულში გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებას. ვისწავლეთპორტფოლიოს გამოვაქვეყნება ბლოგზე. დღევანდელი დღეც იყო საინტერესო, როგორც ყოველთვის. 

Wednesday, September 3, 2014

პროექტის მეექვსე დღე

ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციისთვის კოდის მინიჭება და გამოქვეყნება,
page-ს შექმნა, დავაკომენტარეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, ვისწავლეთ როგორ შეიძლება მასალა დავფაროთ და გამოვაქვეყნოთ ჩვენს ბლოგებზე .გავიგეთ ორი ნარინჯისფერი ფანქრის ფუნქცია, რომ ერთით შეგვიძლია ჩავასწოროთ, ხოლო  მეორე ფანქრის დახმარებით შგვიძლია ახალი პოსტის დამატება.გავეცანით ბუკლეტის, პრეზენტაციისა და პროექტის შეფასების რუბრიკებს. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

Tuesday, September 2, 2014

მოსწავლის ნაშრომი

ტრენინგის მეხუთე დღე

გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლების შესახებ, შევქმენით ბიბლიოგრაფია, გავაზიარეთ პრეზენტაციები დრაივში და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრები,შევქმენით  სლაიდშოუ.